Privacy Policy

ეს ვებგვერდი წარმოადგენს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ საკუთრებას. მასზე განთავსებულია ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების სპეციალურ კონგრესებთან დაკავშირებით.

დელეგატები და მოხალისეები

კონგრესის დელეგატებმა განცხადებაში, რომელიც იეჰოვას მოწმეების სპეციალურ კონგრესზე დასასწრებად შეავსეს, მიუთითეს პირადი ინფორმაცია, მათ შორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა. გარდა ამისა, დელეგატებმა თავიანთ განცხადებებში მიუთითეს, რომ თანახმა არიან, მათი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს იეჰოვას მოწმეების იმ ფილიალმა, რომელიც სპეციალურ კონგრესს მასპინძლობს და საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელიც სპეციალურ კონგრესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს გეგმავს.

მოხალისეებმა, რომლებიც ნებაყოფლობით ეხმარებიან ფილიალს სპეციალური კონგრესის ორგანიზებაში, ამ ვებგვერდზე მიუთითეს პირადი ინფორმაცია, მათ შორის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა. ასეთი სახით მათ განაცხადეს, რომ თანახმა არიან, მათი პირადი ინფორმაცია გამოიყენოს იეჰოვას მოწმეები იმ ფილიალმა, რომელიც სპეციალურ კონგრესს მასპინძლობს და საორგანიზაციო კომიტეტმა, რომელიც სპეციალურ კონგრესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს გეგმავს.

დელეგატებსა და მოხალისეებს ექნებათ წვდომა თავიანთ პირად მონაცემებზე, რომლებიც ამ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების დროს მიუთითეს. მათ პირად ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ საორგანიზაციო კომიტეტების წევრებსაც, რომლებიც ამ ინფორმაციას იმ მიზნით გამოიყენებენ, რომ თავიანთ ქვეყანაში სპეციალურ კონგრესზე მიწვეულ დელეგატებზე იზრუნონ და დაუკავშირდნენ მოხალისეებს კონგრესთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. დელეგატების პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მათი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად სპეციალური კონგრესის განმავლობაში. მოხალისეების პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურ კონგრესთან იქნება დაკავშირებული.

თითოეულ საორგანიზაციო კომიტეტს წვდომა ექნება თავიანთ ქვეყანაში მიწვეული დელეგატებისა და მოხალისეების პირად ინფორმაციაზე. პირადი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კონგრესის ორგანიზებისთვის. ეს ინფორმაცია კონგრესის დამთავრების შემდეგ მალევე წაიშლება.

ეს ვებ-გვერდი შეიძლება დაუკავშირდეს სერვერებს ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს კანონი პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ. ის პირები, რომლებიც ავსებენ განცხადებას სპეციალურ კონგრესზე დასასწრებად ან ეხმარებიან ფილიალს სპეციალური კონგრესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებში, ამით თანხმობას აცხადებენ, რომ მათი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს ასეთ სერვერებზე. დელეგატები და მოხალისეები აგრეთვე თანახმა არიან, რომ ეს ვებგვერდი და მასზე განთავსებული პირადი ინფორმაცია გამოყენებულ იქნას ზემოაღნიშნულის შესაბამისად.

პირადი ინფორმაცია ზემოთ ნახსენები პირების გარდა სხვებს არ გადაეცემა გარდა იმ აუცილებელი შემთხვევებისა, როცა ამას მოითხოვს დადგენილი კანონმდებლობა. ვებგვერდზე განთავსებული პირადი ინფორმაცია არავითარ შემთხვევაში არ გაიყიდება და არც ფინანსური მოგების მიზნით დროებით გადაეცემა სხვას.

თუ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არასწორია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვებგვერდის ადმინისტრაციას და შეატყობინოთ ამის შესახებ. დელეგატებსა და მოხალისეებს შეუძლიათ უარი თქვან თავიანთი ინფორმაციის განთავსებაზე ან მოითხოვონ, რომ ის ვებგვერდიდან წაიშალოს. ასეთ შემთხვევაში დელეგატმა შეიძლება ვეღარ დააკმაყოფილოს სპეციალურ კონგრესზე დასწრებისთვის განკუთვნილი მოთხოვნები, ხოლო მოხალისემ — მოხალისედ მსახურებისთვის განკუთვნილი მოთხოვნები.

პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელ პირს იეჰოვას მოწმეების ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანასა თუ რეგიონში მდებარეობს.

სერვერის მიერ შექმნილი მოკლე საინფორმაციო ფაილები (Cookies)

ქუქი-ფაილებში (Cookies) ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდით სარგებლობის დროს უთითებს. მაგალითად, ქუქი-ფაილებში ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ენაზე გახსენით ვებგვერდი, შესაბამისად, ამ ვებგვერდზე ყოველი მორიგი სტუმრობისას იგი იმავე ენაზე გაიხსნება. ქუქი-ფაილებში არ ინახება პირადი ინფორმაცია.

„ჯავასკრიპტი“

ვებგვერდის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოიყენება „ჯავასკრიპტი“, რაც მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის დროულად მიწოდებას უზრუნველყოფს. ვებგვერდზე „ჯავასკრიპტი“ არასდროს გამოიყენება იმ მიზნით, რომ მომხმარებლის კომპიუტერში პროგრამების დაყენება ან პირადი ინფორმაციის შეგროვება მოხდეს.

ვებგვერდის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის შესაძლოა ბრაუზერში პარამეტრების გასწორება გახდეს საჭირო. ბევრ ბრაუზერს „ჯავასკრიპტის“ ჩართვის და გამორთვის ფუნქცია აქვს ზოგი ვებგვერდისთვის. ვებგვერდზე „ჯავასკრიპტის“ ჩასართავად მოიშველიეთ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია ბრაუზერის განყოფილებაში „დახმარება“.

თუ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხები შეიცვლება, ეს ცვლილებები ამავე ვებგვერდზე განთავსდება. ამგვარად თქვენ ყოველთვის ინფორმირებული იქნებით იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას.